"Unfound Door Design Hotel" - სადაც ყოველ კარს თავისი ისტორია აქვს და უნიკალური დიზაინით გაფორმებულ ოთახში იღება. სასტუმრო მდებარეობს, თბილისში, დ. აღმაშენებლის გამზირზე. მე-19 საუკუნის შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მოხატული სადარბაზოთი. დიზაინში აქცენტი გაკეთებულია სიძველის შენარჩუნებასა და ავთენტურობის წარმოჩენაზე. მოხვედრისთანავე იგრძნობა ნოსტალგია, მისტიკა და არტისტიზმი, ანუ ყველაფერ ის, რაც ძველი თბილისის გასაღებია.
ადამიანები კი, რომლებიც აქ დაგხვდებიან, ქმნიან გარემოს, რომელიც სრულიად მოულოდნელია.
"Unfound Door - Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას ბარის მენეჯერის პოზიციაზე.
ხელმძღვანელი: გენერალურ მენეჯერს/ საოპერაციო მენეჯერს/სასმელებისა და კვების დეპარტამენტის მენეჯერი პოზიციაზე.
დაქვემდებარებული: რესტორნის ბარის თანამშრომლები
ზოგადი ვალდებულებები:
** შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები და ვალდებულებები სრულყოფილად, დროულად და ხარისხიანად;
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს და დაემორჩილოს კომპანიის შიდა რეგულაციებსა და შინაგანაწესს;
** დაიცვას ყველა ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რაც დაკავშირებულია კომპანიასთან, მის თანამშრომლებთან, კლიენტებთან და პარტნიორებთან და რაც არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის;
** ყოველთვის იყოს მოღიმარი, თავაზიანი, პოზიტიური. განსაკუთრებით, კომპანიის სტუმრებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის დროს;
** ყოველთვის იყოს მზად სასტუმროს სტუმრების და მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად და პირადად უზრუნველყოს შესაბამისი პასუხისმგებლობის პირთან ერთად სტუმრის მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** კორონავირუსის (Covid 19) ან ნებისმიერი სხვა ვირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში (სიცხე, ხველება, სუნთქვის გაძნელება, სურდო და ა.შ.), დროულად აცნობოს თავისი დეპარტამენტის მენეჯერს;
** მაქსიმალურად დაიცვას კორონავირუსთან (Covid 19) დაკავშირებული რეგულაციები (დისტანცია, ნიღბის ტარება, ხელების ხშირი დეზინფექცია).
ძირითადი მოვალეობები:
** გაუწიოს ზედამხედველობა ბარის ოპერირებას;
** გაუწიოს ხელმძღვანელობა და კოორდინირება სასმელებისა დეპარტამენტის თანამშრომლების მუშაობას;
** შეინარჩუნოს მომსახურების მაღალი ხარისხი, სერვისის სტანდარტების მიხედვით;
** შეადგინოს დეპარტამენტის ბიუჯეტი და აკონტროლოს გასავალი;
** დასახოს და შეასრულოს დეპარტამენტის სტრატეგიული მიზნები;
** აკონტროლოს სასმელებისა დეპარტამენტში არსებული პროდუქციის ფასები;
** განათავსოს შეკვეთები და აკონტროლოს მოწოდების ვადები;
** მართოს შესყიდვის მოთხოვნის დოკუმენტები და აკონტროლოს შესყიდვის პროცესი;
** მთავარ შეფ-მზარეულთან ერთად შეადგინოს განახლებული მენიუ;
** აწარმოოს ცვლის წინა და ცვლის შემდეგი შეხვედრები თანამშრომლებთან, იმისათვის, რომ მიაწოდოს ინფორმაცია ყოველდღიურ სიახლეებსა თუ დაგეგმილ ღონისძიებებზე;
** ჩართული იყოს სრულად კვების და სასმელების დეპარტამენტის უფროსთან ერთად სხვადასხვა შეკვეთებთან/ღონისძიებებთან (დაბადების დღეები, წვეულებები, საქმიანი სადილები, ა.შ.) და უზრუნველყოს, ყველა დეტალი დროულად შესრულდეს;
** აწარმოოს თანამშრომლების სწორად დაგეგმილი სამუშაო განრიგი, იმისათვის, რომ არ გაიზარდოს საშტატო ერთეული და მოხდეს შრომისა და ანაზღაურების სწორი გადანაწილება;
** შეადგინოს და აწარმოოს მისი დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო საათების ტაბელი და მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების დეპარტამენტს და გენერალურ მენეჯერს;
** დარწმუნდეს, რომ ჰიგიენის სტანდარტები დაცულია რესტორანში და არსებული პირობები სრულად შეესაბამება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმებს;
** მოახდინოს სტუმრების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე დროული რეაგირება;
** აწარმოოს და აკონტროლოს SOP - ები ბარის მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად შეადგინოს და დაადასტუროს სასმელებისა დეპარტამენტში არსებული პოზიციების სამუშაო აღწერილობები;
** მონაწილეობა მიიღოს ტრენინგების დაგეგმარებაში, შექმნასა და განხორციელებაში და დარწმუნდეს, რომ ყველა თანამშრომელი საჭიროებისამებრ დატრენინგებულია;
** დარწმუნდეს, რომ სერვისის ინვენტარი ფორმაშია და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეს შესაბამის დეპარტამენტს;
** ეფექტურად ითანამშრომლოს სხვა დეპარტამენტებთან.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში;
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** დაზღვევა;
** ღამის ტრანსპორტირება.
თუ გსურთ, ჩვენთან თანამშრომლობა და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: stay@unfounddoor.ge და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
"Unfound Door - Design Hotel" გისურვებთ წარმატებებს!
Instagram გვერდი: https://instagram.com/unfounddoor_hotel?utm_medium=copy_link
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/unfounddoorhotel/
ვებგვერდი: https://www.unfounddoor.ge/
Awards - https://www.facebook.com/WelcometoGeorgiaAward/posts/1603770529956325