შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.
"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალპროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ვიდეო კონტროლის მეთვალყურის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება.
მოვალეობები:
** 24 საათიანი ვიდეო კონტროლი წარმოებასა და ოფისში;
** შინაგანაწესის დაცვა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დროული რეაგირება;
პიროვნული თვისებები:
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფ. ნატახტარი
კომპანია უზრუნველყოფს: კვება, დაზღვევა.
კანდიდატებმა CV უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge. გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი 2023 წელი.