"ათასწლეულის სკოლა" აცხადებს კონკურსს დაწყებითი საფეხურის კლასის დამრიგებლის პოზიციაზე.
"ათასწლეულის სკოლის" კლასის დამრიგებელი:
** საფეხურის კოორდინატორთან ერთად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე;
** თანამშრომლობს კლასის მასწავლებლებთან და მათთან ერთან ზრუნავს კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე;
** სადამრიგებლო საათის დროს მუშაობს მოსწავლეების თვითრეგულაციის უნარების განვითარებაზე და კოორდინირებას უწევს დავალებების შესრულების პროცესს;
** აქტიურად თანამშრომლობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამის კოორდინატორებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრიატის დიპლომი. სასურველია განათლება დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის ან ბუნებისმეტყველების მიმართულებით.
** სასურველია, დაწყებითი სკოლის ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება, მათ შორის არაფორმალური განათლების ფარგლებშიც.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@millennium-school.org.
საბუთების მიღება მიმდინარეობს 15 ივნისის ჩათვლით.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სკოლის დამრიგებლების და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები: http://www.millennium-school.org/ge/proektebi