"ევექსის კლინიკები" აცხადებს შერჩევას ფსიქოლოგის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე (40 საათი)
ძირითადი მოვალეობები:
** კვალიფიციური მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების და პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში
** რეაბილიტაცია/აბილიტციის, ადრეული განვითარების პროგრამების ბენეფიციარების მომსახურება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში
** აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი ფსიქოთერაპიაში
** სასურველია ფლობდეს ქცევითი თერაპიის საფუძვლებისა და ადრეული განვითარების პროგრამის კურსის სერტიფიკატს
** აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში
კომპეტენციები და პიროვნული უნარები:
** უწყვეტი პროფესიული განვითარება
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა)
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია
** ლიდერობა
** ინოვაციურობა/სიახლეებზე ორიენტაცია
** შედეგზე ორიენტაცია
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 ივნისი, 2023წ.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/fsiqologi-batumshi/585
"ევექსი კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.