კომპანია "MBG Rent" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
"MBG Rent" წარმოადგენს ემბიჯი ჯგუფის წევრ, ლიდერ კომპანიას საქართველოში სამშენებლო ინვენტარისა და ტექნიკის გაქირავების მიმართულებით.
ადგილმდებარეობა: თბილისი.
კონკურსის ფორმა: გასაუბრება და ტესტირება Microsoft Excel-ში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** ხელშეკრულებების/მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება/ განახლება/მონიტორინგი;
** RS.GE-ზე ინფორმაციის განახლება;
** სატელეფონო ზარებისა და კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ყოველდღიური მონიტორინგი, პასუხი და, საჭიროებისამებრ, გადამისამართება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფისის მენეჯერის პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, Outlook);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერა, ასევე საუბარი). რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** გამართული საუბრისა და წერის მანერა;
** სამუშაო დროის დაგეგმვის და განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე (ანაზღაურებადი);
ფიქსირებული ანაზღაურება: 800-900 ლარი, ანაზღაურების ზრდის სამომავლო პერსპექტივით.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mb.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ოფისის მენეჯერი".
"MBG Rent" გისურვებთ წარმატებას!