www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ძირითადი პასუხისმგებლობა:

** შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება;
** მის სარგებლობაში არსებული კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობის კონტროლი და სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
** სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის N27.

ანაზღაურება: 1150 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა + ბონუსი.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამშაბათი-შაბათი 09:00 - 18:30სთ. დასვენება კვირაში ორი დღე, კვირა-ორშაბათი. შესვენება დღეში 1 სთ.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

ტელ: 595089796

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |