"ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge, http://www.facebook.com/amboli.ge/?fref=ts
სამუშაო ადგილმდებარეობა: ანნა პოლიტკოვსკაიას #14;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
"ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას კრედიტორების და დებიტორების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** თანამშრომელთა ყოველთვიური ბონუსების კალკულაცია;
** თვის დახურვის პროცესში ჩართულობა;
** ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების მართვა;
** აკრედიტივებსა და საბანკო გარანტიების დროული მომზადება;
** გრძელვადიანი ფულადი სახსრების დაგეგმვა;
** ფულადი სახსრების გასავლების კონტროლი;
** ბანკთან და სადაზღვეო კომპანიასთან დროული კომუნიკაცია;
** სესხების, აკრედიტივებისა და საბანკო გარანტიების დამხმარე ფაილის წარმოება და ანალიტიკა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
** სამუშაო გამოცდილება ფინანსური აღრიცხვის/კონტროლინგის მიმართულებით;
** Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2023 წლის 08 ინვისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "კრედიტორების და დებიტორების მართვის სპეციალისტი".
კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."