სურსათის შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "ლიდერ პლასტი" აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** წარმოებიდან საწყობში შესული დოკუმენტაციის სისწორის შემოწმება;
** წარმოებიდან საწყობში შესული პროდუქციის რაოდენობის ასახვა (ORIS-ში);
** საქონლის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება (RS-ზე);
** ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
** ინფორმაციის მიმოცვლა საწყობის თანამშრომელთან;
** სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** სალაროსთან მუშაობა/კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინანსების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რომელიმე საბუღალტრო/სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევის დასახლება, გიორგი მუხაძის 6/6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-17:30 საათი, შაბათი 09:30-14:00.
ხელფასი: 1000 ლარი.
თუ თქვენი მონაცემები შესაბამისობაშია საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@liderplast.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 558 632021.