www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: თეზი ლოჯისტიკ ენდ ტერმინალს
გამოქვეყნდა: 25 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"თეზი ლოჯისტიკ ენდ ტერმინალს" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მიიღოს მონაწილეობა საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების შესრულების პროცესში, ფასის გაცემა და მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტების პორტფელის მართვა და ახალი კლიენტების მოძიება. აქტიურად მოიძიოს კლიენტები, რომლებიც ჩართულნი არიან იმპორტ/ექსპორტის მიმართულებაში;
** სატრანსპორტო გადაზიდვის დოკუმენტების მომზადება;
** კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების წარმოება და გადაზიდვის შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
** საზღვაო, საგზაო და სარკინიგზო ტარიფების დაანგარიშება

უნარები და კვალიფიკაცია

** უმაღლესი განათლება სასურველია მენეჯმენტის, ლოგისტიკის და ბიზნესის მიმართულებით.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Outlook/E-mail);
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა. დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 5 წელი
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00
ანაზღაურება: მინიმუმ - 1500 ლარიდან და ზევით გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: a.antidze@tezitrans.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |