www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური თანამშრომელი
მომწოდებელი: პიქსელ მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

ბიზნეს და სავაჭრო ცენტრი შპს "პიქსელ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური თანამშრომლის (ენერგეტიკოსი, სანტექნიკოსი, ვენტილაცია კონდინცირება) პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით.
** საინჟინრო სისტემებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება
** გათვითცნობიერებული სანტექნიკის მიმართულებით (საჭიროების შემთხვევაში პრობლემის პირველადი აღმოფხვრა)
** რუსული ენა (სალაპარაკო დონეზე)
** ინგლისური ენა (სასურველია)
** კომპიუტერული პროგრამები: WORD, EXCEL

პირადი მახასიათებელი: პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა.

მოვალეობები:

** შენობაში არსებული ყველა საინჟინრო სისტემის კონტროლი და მომსახურება და მათი მუშა მდგომარეობის შენარჩუნება
** თანამესაკუთრეების და მოიჯარეების უზრუნველყოფა ყველა საჭირო კომუნალური მომსახურებით (ვენტილაცია, ბუნებრივი აირი, გათბობა, გაგრილება, წყალმომარაგება, ელექტროენერგია და სხვა)
** მრიცხველების კონტროლი, მონაცემების ამოწერა, მრიცხველის გაუმართაობის დადგენა (წყალი, დენი, ბუნებრივი აირი)
** სარემონტო სამუშაოების შესრულება

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად გასაუბრების საფუძველზე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები (ფოტოსურათთან ერთად) შემდეგ მისამართზე office@pixelcenter.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება ტექნიკური თანამშრომელი.

განცხადების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 05 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |