www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პარაფარმაციის მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას პარაფარმაციის მენეჯერის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მარკეტინგის მიმართულებით)
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** საოფისე პროგრამების სრულყოფილო ცოდნა; MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; სასურველია 1C - ERP სისტემის ცოდნა
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკების წარმოების უნარი; ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.

ძირითადი მოვალეობები:

** კატეგორიის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად მომწოდებლებთან ურთიერთობა.
** კატეგორიის და კონკურენტების ანალიზი.
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით სარეკლამო აქტივობების მომზადება
** ნაშთების, ასორტიმენტის, ბრუნვის მოცულობის რეგულარული ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
** წლიური მარკეტინგული გეგმის მომზადება ბრენდების და კატეგორიების ჭრილში.
** ვადაგასული და მოკლევადიანი პროდუქტების მართვა.
** ფარმაცევტებისთვის და კონსულტანტებისთვის არამედიკამენტების შეთავაზებისთვის საჭირო მასალების მომზადება და სწავლების ორგანიზება.
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება.
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება
** შესყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:

** ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
** დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილები

მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1575); 2 910238

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 06.10.2023 წ.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |