www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / განცხადების ვადა: 6 ოქტომბერი

საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია - შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, მაკფა, ჰაგისი, ბიუბჰენი, ნუტრილონი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, კატეგორიის მენეჯერის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები: შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

პირობები:

** ხელფასი კვალიფიკაციის შესაბამისად.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 საათი.

პიროვნული თვისებები:

** გუნდურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word).

მოვალეობები:

** აქციებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მართვა/კონტროლი;
** ყოველთვიური გაყიდვების დაგეგმვა;
** კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა სტანდარტების შესაბამისად რეპორტების მომზადება და ანალიზი.
** საფასო პოლიტიკის კონტროლი; კონკურენტების ფასების კონტროლი;
** ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
** ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
** რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
** საქონლის ნაშთების კონტროლი.
** ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიების შემუშავება.
** ასორტიმენტის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად პოტენციური მომწოდებლების გამოვლენა.
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვა, მათთან კომერციულ და სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხმება.
** ასორტიმენტის ლიკვიდურობის და მომგებიანობის ანალიზი, მასზე დაფუძნებით შესაბამისი გასატარებელი ღონისძიების შესახებ რეკომენდაციის შემუშავება.
** კომპანიის საერთო გაყიდვების გეგმიდან გამომდინარე მისი კატეგორი (ებ)ის ჭრილში გაყიდვების გეგმის შემუშავება და მათ შესასრულებლად საჭირო აქტივობების დაგეგმვა.
** კონკურენტების კვლევა, ინფორმაციის ანალიზი და საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge

შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |