სს "პეისერა ბანკი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სივრცითი მენეჯერის პოზიციაზე.
Paysera არის Fintech კომპანია, რომელი ფლობს მე-15 კომერციული ბანკისა და 1-ლი ციფრული ბანკის ლიცენზიას საქართველოში.
ჩვენ გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს. მათგან მთავარი სერვისებია: საგადახდო სისტემა ელექტრონული მაღაზიებისთვის, მაღალი სტანდარტის ფინანსების მართვის აპლიკაცია, ფულის გადარიცხვის მომსახურება, ვალუტის კონვერტაცია, ბარათები და სხვა. საერთაშორისო დონეზე Paysera წარმოდგენილია 300 თანამშრომლით და 15 ლოკაციით.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის დახვედრა და პირველადი კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლის მოთხოვნების განსაზღვრა და ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** სწრაფი და სწორი გადამისამართება შესაბამის სერვისზე;
** მომხმარებლისთვის სასურველ პროდუქტთან/სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პირობების და პროცედურების განმარტება;
** საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის დაზუსტება და კლიენტისათვის მიწოდება;
** რიგების მართვა და პრობლემური სიტუაციების მოგვარება.
გამოცდილება და უნარ-ჩვევები:
** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** გამართულად მეტყველების და საკუთარი აზრის ნათლად გადმოცემის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2023 წლის 30 სექტემბერი.
გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: info@paysera.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.