სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას HENKEL-ის პრომოუტერის პოზიციაზე, თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. "გორგია" მომხმარებლებს 4000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; შეუძლებელი არაფერია ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 11 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.
კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიური სამუშაო გარემო.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქციის დალაგება სტანდარტის თანახმად;
** გადაადგილების გაკეთება;
** ნაშთების და ვადების კონტროლი;
** აქტიური მონაწილეობა გაყიდვებში.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გაყიდვების მიმართულების გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/
გისურვებთ წარმატებას!