დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 3000-3500 ლარი (NET)
ძირითადი ფუნქციები:
** ობიექტზე სამშენებლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი და რაოდენობრივი კონტროლი;
** მშენებლობის ვადების კონტროლი;
** დეფექტური აქტებისა და შესრულებული სამუშაოების ფორმა 2-ს წარმოება და რეპორტინგი;
** კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმა-კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სამოქალაქო, სამრეწველო მშენებლობა);
** სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, ArchiCAD, Micorsoft Office).
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.