www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გუნდის წევრი
მომწოდებელი: მიმინო კავკასიაში
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

შემომყვანი ტურისტული კომპანია "მიმინო კავკასიაში" ეძებს გუნდის ახალ წევრებს იტალიურენოვანი, ესპანურენოვანი და ინგლისურენოვანი ბაზრებისთვის.

ვეძებთ ყველას, ვისაც აინტერესებს და სურს მოსინჯოს ძალები ტურიზმის სფეროში!

არ ვეძებთ გამოცდილებას, არამედ ძლიერ მისწრაფებას გამოცდილების მისაღებად ამ ინდუსტრიაში!

არ ველოდებით "სუპერმენის" უნარებს, არამედ "სუპერმენულ" მოტივაციას ამ უნარების გასავითარებლად!

იტალიური ან ესპანური ან ინგლისური ენა დაგჭირდება მინიმუმ საშუალოზე მაღალ დონზე.

კიდევ უფრო გაუმჯობესებაში ჩვენ დაგეხმარებით!

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების მიხედვით შერჩეულ აპლიკანტებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა;
** შეხვედრების შედეგად შერჩეული აპლიკანტებისთვის ორ დღიანი საორიენტაციო პრაქტიკა ჩვენს ოფისში;
** შემაჯამებელი შეხვედრა;
** სამსახურის შეთავაზება;

პირობები:

** დამწყებ პოზიციებზე ხელზე ასაღები ანაზღაურება 700 ლარი (გამოსაცდელი ვადის ბოლოსა და ყოველწლიურად ხდება ხელფასის გადახედვა);
** ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
** პროფესიონალი გუნდი;
** სამუშაო დრო: სტანდარტული, ორშაბათი-პარასკევი, თუ სტუდენტი ხარ, მაქსიმალური მხარდაჭერა გექნება ჩვენგან დროის კუთხით;
** შვებულების 28 დღე;
** გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები;

ჩვენიანო, გამოგვიგზავნე შენი CV vacancy@miminotravel.com. თუ მოკლე შეტყობინებასაც გამოგვიგზავნი, თუ რატომ გაინტერესებს ტურიზმი, საუკეთესო იქნება.

არ დაგავიწყდეს გაუზიარო მეგობარს ამ შესაძლებლობის შესახებ, იქნებ ეს ის შანსია, რასაც დიდი ხანია ეძებს!

წარმატებები შენ და შენს მეგობრებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |