"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე, წნევის გამაძლიერებელი სადგურების სამშენებლო საექსპლუატაციო ჯგუფში.
სამუშაოს მიზანი
წყალარინების სატუმბო სადგურების პროგრამული უზრუნველყოფა; სადგურებში განთავსებული ავტომატური მართვის დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ძირითადი მოვალეობები:
** სატუმბო სადგურებში არსებული ელექტრო და ავტომატური მართვის მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების შემუშავება და მომუშავე პერსონალისთვის გაცნობა;
** არსებული ავტომატური მართვის მოწყობილობების გამართული და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროფილაქტიკური სამუშაოების დადგენილი რეგულარულობით განხორციელება;
** მწყობრიდან გამოსული მოწყობილობების შეკეთება;
** სარელეო დაცვისა და სასისტემო ავტომატიკის მოწყობილობების ექსპლუატაციის შესახებ არსებული ოპერატიული განაცხადების მომზადება და ანალიზი;
** სარელეო დაცვის მოწყობილობებსა და ავტომატიკაში მიმდინარე სამუშაოების ორგანიზება;
** სარელეო დაცვის მოწყობილობათა მუშაობის არასწორი შემთხვევების გამოვლენა და ანალიზი;
** მის ბალანსზე რიცხული ინვენტარის მოვლა-პატრონობა; ინვენტარისა და დანადგარების ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით ოპერირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საინჟინრო დარგში;
** ავტომატიზაციის სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ენერგეტიკის სფეროს ზოგადი ცოდნა;
** ელექტრო ტექნიკის/დანადგარების ექსპლუატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვის და კოორდინაციის უნარი;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ფეიქრების ქუჩა N30
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ, დასვენება: შაბათი-კვირა
ანაზღაურება: 2700 (Net-ხელზე ასაღები თანხა)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არაუგვიანეს 2023 წლის 7 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.