www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერი
მომწოდებელი: Suatis Resort Kazbegi
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

სასტუმრო "სუატის რეზორტ ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას: მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ყაზბეგი, სოფ. აჩხოტი
გრაფიკი: სრული

სასტუმროში წარმოდგენილია სხვადასხვა კატეგორიის 40 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი ორი რესტორანი, ტერასა და ბარი.

მოვალეობები:

** სასტუმროში მიღება-განთავსების განყოფილების მართვა,
** სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების და სტუმრის მოთხოვნების ასახვის უზრუნველყოფა,
** მიმღებ განყოფილებაში ფულადი ოპერაციების შემოწმება და კონტროლი,
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ზედამხედველობა,
** ჯავშნის სისტემაში ოთახების ხელმისაწვდომობის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა და მონიტორინგი,
** ელექტრონულ ფოსტაზე, სოც. ქსელებში და სხვა პლატფორმაზე შემოსულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა (მიმოწერის წარმოება),
** სასტუმროს ყველა განყოფილებებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად,
** სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება და აქტიური კომუნიკაცია,
** ყოველდღიური საქმიანობასთან დაკავშირებული აუდიტის წარმოება,
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, სასტუმროში დადგენილი მომსახურების მაღალი სტანდარტით,
** დეპარტამენტის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შემუშავება,
** მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომლების სწავლება და გადამზადებაში ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება,
** MS Office პროგრამების ცოდნა,
** სასტუმროს მართვის პროგრამა "არიალი"-ს კარგად ცოდნა,
** უცხო ენების სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა,
** გუნდური მუშაობისა უნარი,
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური,
** ანალიტიკური აზროვნებისა უნარი,
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს მეგობრულ გარემოში
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი განვითარებისათვის
** კვება + საცხოვრებელი კომპანიის ხარჯზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ. მისამართზე: suatishr@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ სასტუმრო "სუატის რეზორტი" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას ერთი წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |