"Pub44" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** დაეხმაროს უშუალო ხელმძღვანელს ყოველდღიურ საქმიანობაში;
** მიიღოს აქტიური მონაწილეობა მენიუსთვის ახალი კერძების შექმნაში;
** გაუწიოს ზედამხედველობა მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს;
** აწარმოოს საჭირო პროდუქციის ხარჯთაღრიცხვა;
** შეამოწმოს თითოეული კერძის ხარისხი, პორციის რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** მიიღოს მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკი და დასწრების ცხრილები;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მათ დატრენინგებაში;
** დარწმუნდეს, რომ ინვენტარი გამართულად მუშაობს და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეს პასუხისმგებელ პირს.
** დაეხმაროს თანამშრომლებს და უპასუხოს მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას შესასრულებელი სამუშაოს ფარგლებში;
** დანაკარგის შემცირების / პრევენციის მიზნით რეგულარულად გადაამოწმოს ინვენტარი და ყოველთვიურად აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტი;
** აქტიურად ჩაერთოს HACCP-ის სისტემის, კონტროლისა და დოკუმენტაციის შევსების პროცესში;
** აკონტროლოს მარაგების ოპტიმალური მოხმარება;
** მონაწილეობა მიიღოს ყოველთვიურ ინვენტარიზაციაში;
** აკონტროლოს მოწოდებული პროდუქციის ხარისხი და ხარისხთან შეუსაბამობის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია პასუხისმგებელ პირს;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე - hello@pub44.ge არაუგვიანეს 17 სექტემბერს. დანიშნულებაში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.