www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 8 სექტემბერი / განცხადების ვადა: 8 ოქტომბერი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის (მდივანი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 170ა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-18:00
ხელზე ასაღები ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის (6 თვე) 1300 ლარი, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 1500 ლარი.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ოფისში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან/და ადრესატთან გადამისამართება;
** დადგენილი სტანდარტის შესაბამისად საქმის წარმოების, საარქივო საქმიანობის, შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
** სხვადასხვა დავალებების ვადების კონტროლი და საჭიროებისამებრ დირექტორისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში ტაქსის აპლიკაციით სარგებლობა;
** სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირების ორგანიზება;
** კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
** კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის საკონფერენციო დარბაზის ჯავშნების წარმოება /კონტროლი, დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფა;
** შეხვედრაზე მოსული სტუმრებისთვის ჩაის, ყავისა და წყლის შეთავაზება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფის-მენეჯერი (მდივანი)".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |