"გორგია"-ს პრემიუმ კლასის შოურუმი "ლუსონი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე თბილისში.
"ლუსონში" წარმოდგენილია 10 000 - მდე დასახელების ექსკლუზიური სარემონტო მასალა ინტერიერისა და ექსტერიერისათვის, სასტუმროსთვის, საცხოვრებელი სახლებისთვის: ესპანური და იტალიური კერამიკული ფილები, სანტექნიკა, აქსესუარები, პარკეტი, ლამინირებული იატაკი და ა.შ.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შოურუმში არსებული პროდუქციის მონტაჟი;
** საჭიროების შემთხვევაში პრობლემურ მომხმარებლებთან ტექნიკური საკითხების მოგვარება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აირჩიეთ ერთ-ერთი ვარიანტი:
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2Yx0jEI
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/
გისურვებთ წარმატებას!