საქართველოს თანაინვესტირების ფონდის "პროექტი - შპს "ქართული აგრო სახლი" არის საქართველოში წამყვანი პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია (ბაზარზე წარმოდგენილი არის ბრენდებით "პლანტა" და "ქართული მოსავალი"), რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ ადგილობრივი წარმოების ბოსტნეულს.
პოზიციის დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 AM - 6:00 PM, შაბათს 10:00 AM - 3:00 PM
სამუშაო ადგილი: თბილისი
ექვემდებარება: საოპერაციო დირექტორს
პოზიციის მოკლე აღწერა:
ტექნიკური მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების (ოფის (ებ)ის, სასაწყობე - სამაცივრე მეურნეობის და გამანაწილებელი ცენტის, საწარმოს, დამხმარე შენობა - ნაგებობების, გარე სივრცეების და სხვა.) ასევე, საწარმოო და საოპერაციო მანქანა - დანადგარებისა და ტექნიკური სისტემების მოვლა პატრონობაზე, მათ უსაფრთხო, გამართულ და ხარჯეფექტურ ფუნქციონირებაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიზნეს პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად უშუალო ხელმძღვანელის ჩართულობით შეიმუშაოს და დანერგოს მატერიალურ ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობის გეგმა;
** უზრუნველყოს გეგმით დადგენილი როგორც პრევენციული, ისე მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება;
** უზრუნველყოს კომპანიის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ობიექტების შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან, მათ შორი შრომის, შენობა-ნაგებობის და მანქანა - დანადგარების ტექნიკური უსაფრთხოების რეგლამენტთან, გარემოს დაცვის კანონმდებლობასთან;
** კოორდინაცია გაუწიოს ობიექტების გადაუდებელ, არაგეგმიურ სარემონტო სამუშაოებს;
** უზრუნველყოს მის პასუხისმგებლობაში არსებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;
** უზრუნველყოს კომუნიკაციების (გაზი, წყალი, დენი, კანალიზაციის სისტემის) გამართული ფუნქციონირება;
** უზრუნველყოს კომუნალური გადასახადების ადმინისტრირება;
** მოიძიოს და აწარმოოს მოლაპარაკებები კონტრაქტორებთან. კოორდინაცია გაუწიოს მათ მიერ ხელშეკრულებებით დადგენილი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას;
** უზრუნველყოს ობიექტების მოვლა პატრონობის მომართულებით შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა, დოკუმენტირება;
** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით დაგეგმოს და მართოს მატერიალურ ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობის ბიუჯეტი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი და/ან პროფესიული განათლება, სასურველია სამშენებლო - ტექნიკური მიმართულებით;
** სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შენობა-ნაგებობის, სამაცივრე-სასაწყობე მეურნეობის, საწარმოო დანადგარების, ასევე გათბობა - გაგრილების სისტემების მოვლა პატრონობის მიმართულებით;
** პროექტების მართვის პრინციპების ცოდნა და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: hr@gah.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.