www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30
ანაზღაურება: 1600 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კორპორატიული ნომერი

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის მიერ დაგეგმილი თათბირების დასაქმება, მენეჯმენტისთვის დავალებების გაცემა, დედლაინის დადგენა;
** ტოპ-მენეჯმენტისთვის სასტუმროების დაჯავშნა;
** ყოველწლიურად სასტუმროებთან ხელშეკრულებების განახლება;
** ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე;
** დირექტორის ყველა მითითებასა თუ დავალების შესრულება;
** დირექტორსა და დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის კავშირი;
** მიაწოდოს დირექტორს ინფორმაცია სამსახურის ადმინისტრაციული და სხვა საკითხების შესახებ და მონაწილეობა მიიღოს მათ გადაჭრაში;
** დოკუმენტბრუნვის სისტემაში დირექტორის მიერ დავალებული წერილების ატვირთვა;
** სათავო ოფისის სამზარეულოებისთვის შესყიდვების უზრუნველყოფა (პროდუქცია, ინვენტარი);
** ოფისში დაგეგმილი ტრენინგისთვის "coffee break"-ის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსულისა და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office-ის ფლობა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოგზავნოთ ელფოსტაზე: vacancy@socar.ge და სათაურის ველში მიუთითეთ "დირექტორის თანაშემწე".

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |