www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 12 სექტემბერი / განცხადების ვადა: 12 ოქტომბერი

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი საქართველოში "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, წინანდლის ქ. N9

მოვალეობები:

** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლის კონსულტირება მოთხოვნილ საკითხებთან დაკავშირებით;
** კლიენტთა ბაზაზე მუშაობა (საჭირო ინფორმაციის მოძიება)
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე - სავალდებულოა.
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, E-mail);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება .

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე marketinghr@synevo.ge ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 12 ოქტომბერი 2023 .

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |