www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: Real Place
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

"Real Place" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო მენეჯმენტის, ინჟინერიისა ან მომიჯნავე დარგების მიმართულებით;
** სამშენებლო პროექტებისა და ნახაზების გარჩევა;
** კომპიუტერული პროგრამების - MS Excel, ArchiCad, AutoCad სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი უნარები:

** დროის ეფექტური მენეჯმენტი;
** სამუშაო დისციპლინა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე და სამომავლო პროექტების ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** საინჟინრო და სამშენებლო ჯგუფებთან მჭიდრო კოორდინაცია;
** საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოების კალენდრის აწყობა შესაბამისი მონაცემებით/ციფრებით.
** სამუშაოების ბიუჯეტირება ცალ-ცალკე კატეგორიებად;
** ბიუჯეტის კონტროლი სამუშაო პროცესის პარალელურად;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და მონაცემების აღრიცხვა;
** ინფორმაციის განახლება ფასების, რაოდენობების თუ პროექტის ცვლილებების შემთხვევაში;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@realpalace.ge, Levanbekaia@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 78 47 47



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |