სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით.
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 300-მდე ფილიალი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.
"მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში არსებული პროდუქციის გადახარისხება და დალაგება ვადების მიხედვით.
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საწყობიდან დარბაზში პროდუქციის შეტანა-გამოტანა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
** ორგანიზებული.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
** სამუშაო ტერიტორია: ვარკეთილის მეურნეობა-მშვიდობის ქ. 2
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@magniti.ge ან დაგვიკავშირდით: +995 591501794; + (995) 599 876 100;
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!