www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სეიფთი ჰაბი
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "სეიფთი ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 43
სამუშაო განრიგი: 9:00-18:00 სთ (ორშ-ხუთშ);
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საკანცელარიო დოკუმენტების მოწესრიგება,
** სატელეფონო ზარებზე პასუხი, კონტროლი და შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება,
** Info ფოსტის მიღება-გაგზავნა, დელეგირება,
** წერილების მიღება, სორტირება და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება,
** ოფისში სამუშაო პირობების შექმნა (საკანცელარიო და საინფორმაციო მასალებით უზრუნველყოფა),
** იმეილებზე მიმოწერა საზღვარგარეთ და საქართველოში პარტნიორ კომპანიებთან და კლიენტებთან.
** საჭიროების შემთხვევაში ზედნადების გამოწერა
** ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო, მიმოწერა);
** საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციისა უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრული გარემო და განვითარების საშუალება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** სასაუბრო ლიმიტი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@safetyhub.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |