კაფე-საკონდიტროების ქსელი "ლაიმი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ნახევარ განაკვეთზე ვაკის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ეფექტური მომსახურების გაწევა
** ყავის აპარატთან მუშაობა
** შეკვეთების მიღება
** სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება სამუშაო ადგილას
** თაროებზე პროდუქციის განლაგება/მოწესრიგება
** სალაროსთან მუშაობა
ძირითადი მოთხოვნები: ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** გუნდურობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
სამუშაო გრაფიკი: 17:00-დან 22:00-მდე, კვირაში 1 დღე დასვენება
ანაზღაურება: 500 ლარი + კვება
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ltdlime@gmail.com და დანიშნულების ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
--------
კაფე-საკონდიტროების ქსელი "ლაიმი" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის კონდიტრის პოზიციაზე საბურთალოს ფილიალში:
ანაზღაურება: ცვლაში 60 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** დადგენილი რეცეპტების, სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით საკონდიტრო ნაწარმის მომზადება;
** პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი;
აუცილებელი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება
** ბისკვიტების და ფირფიტების ცხობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ltdlime@gmail.com და დანიშნულების ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.