შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.
შ.პ.ს "ალტა"-ს შვილობილი კომპანია "ტექპოინტი" აცხადებს ვაკანსიას მობილურების ინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** ნივთების (მობილურების) დიაგნოსტიკის/შეკეთების ინსტრუქციებისა და სტანდარტების გაცნობა;
** ნივთების დაშლა/აწყობა;
** განაწილებული ნივთების პრიორიტეტულობის მიხედვით დროულად და სტანდარტების დაცვით დიაგნოსტიკა/შეკეთება;
** დიაგნოსტიკის შედეგების შესაბამის ფორმაში გაწერილი სტანდარტების დაცვით ასახვა;
** დიაგნოსტიკის შემდეგ შესაბამის ერთეულებთან დასკვნის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება;
** დიაგნოსტიკის შედეგად მასალებზე/ნაწილებზე თხოვნის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან დაყენება დადგენილი ფორმით;
** სარემონტო სამუშაოების სტანდარტების/ინსტრუქციების მიხედვით დროულად ჩატარება;
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების /ხარვეზების შესახებ შესაბამის ერთეულთან კომუნიკაცია და პრობლემის გადაჭრაში ჩართულობა;
** სარემონტო და დიაგნოსტიკური სამუშაოების ვადებთან დაკავშირებული შეფერხების თაობაზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დროული ინფორმირება და მიზეზების გაცნობა;
** ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებზე დეტალების/ინფორმაციის შესაბამის პროგრამაში დროული ასახვა;
** სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ ნივთის დეტალური შემოწმება და გამართულად მუშაობის დადასტურება;
** მასზე მიკუთვნებული საწყობის ნაშთის კონტროლი და სისწორის უზრუნველყოფა;
** სხვა ფუნქციები, რომლის შესრულებაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულისთვის დასახული მიზნისა და ამოცანების მისაღწევად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია განათლება ელექტრონიკის, მიკროელექტრონიკის, ინჟინერიის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge 2023 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.