საინჟინრო კომპანია "მეგაპროჯექტი" (http://www.megaproject.ge), რომელიც არის Grundfos-ის სატუმბი მოწყობილობების დილერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე, წყლის ტუმბოების მიმართულებით.
კომპანია განიხილავს ტექნიკური განათლების მქონე დამწყები კანდიდატების მიღებასაც. საქმის სპეციფიკის შესწავლა და შემდგომი პროფესიული განვითარება მოხდება ადგილზე, მოქმედი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო დღე.
** მდებარეობა: ეთერ ბოცვაძის ქ.;
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტის მონაცემების დამუშავება;
** მომხმარებელთა საჭიროებების იდენტიფიცირება;
** სატუმბო სისტემების შერჩევა;
** აღჭურვილობის მიწოდების, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში შესვლის ორგანიზება;
** შეკვეთის შესრულების მონიტორინგი და მომხმარებლებთან ურთიერთობის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** სითხეების ამოტუმბვისა და სატუმბი მოწყობილობების თეორიის ცოდნა / შესწავლის სურვილი;
** ინგლისური ან რუსული ენების ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური, ან საოჯახო)
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
გასაუბრება ჩატარდება წერილობითი რეზიუმეების განხილვის შემდეგ.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სრული დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 591 51 23 74
გისურვებთ წარმატებებს!
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია "შპს ენსო ჯგუფი"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.