www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: GM Pharmaceuticals
გამოქვეყნდა: 18 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

GM Pharmaceuticals წარმოადგენს 23 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ წარმოებული და კონტრაქტით წარმოებული სამკურნალო საშუალებების, ასევე ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად), რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის/ ცვლილებების რეგისტრაციისთვის კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი სარეგისტრაცი დოსიეების მომზადება;
** დოსიეების წარდგენა საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოში და აღნიშნულთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** მარეგულირებელი ორგანოდან მიღებულ შენიშვნების წერილებზე დროულად, დადგენილ ვადებში რეაგირება;
** მასალების არქივირება კომპანიაში მოქმედი წესის და ვადების სრული დაცვით;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მედიცინის/ფარმაციის დარგში;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინფორმირებულობა საქართველოს, დსთ-ს და ევროპის ქვეყნების სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისა და რეგისტრაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შესახებ;
** სამკურნალო საშუალების სარეგისტრაციო დოსიეს შექმნის (CTD ფორმატი) გამოცდილება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის ძლიერი უნარ-ჩვევები;
** დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების უნარი;
** დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2023 წლის 15 ოქტომბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |