www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: წერტი
გამოქვეყნდა: 25 იანვარი / განცხადების ვადა: 25 თებერვალი

"წერტი" აცხადებს ვაკანსიას მეხინკლის პოზიციაზე ქ. თბილისში (ლოკაცია - საბურთალო, ყაზბეგის გამზირი).

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაგეგმილი სამზარეულო პროცესების შესრულება;
** დადგენილი რეცეპტისა და კალკულაციების ზედმიწევნით დაცვა;
** საჭირო პროდუქტების ხარისხის, რაოდენობის და წონის კონტროლი;
** ზოგადი ჰიგიენური ნორმებისა და დისციპლინის დაცვა;
** სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;

კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები/უნარები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კულინარიის სიყვარული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი - 1500 ლარი
** გრაფიკი - კვირაში 4 დღე (09:00-18:00 / 13:00-22:00);
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2024 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.

მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |