www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკ. ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: კომუნიკაციების ეროვნული კომისია
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 10 მარტი

კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის" აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის წინასწარ და შემდგომ რეგულირებას, სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარების და ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას, გამჭვირვალე, თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, მომსახურების შესაბამის სეგმენტებზე არადისკრიმინაციული დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობების უზრუნველყოფას; ასევე, ავტორიზებული პირების საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის შეფასებას და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოს განსაზღვრას; მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების მიერ სპეციფიკურ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://comcom.ge/ge/

** თანამდებობრივი სარგო: 4995-დან 6660-მდე ლარი (დარიცხული)
** ანგარიშვალდებულება: კონკურენციის ხელშეწყობის და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის უფროსი
** კატეგორია - ბიზნესი
** სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
** ადგილების რაოდენობა: 2
** საბუთების მიღების ვადა: 2024 წლის 5 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები):

** სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების მეთოდოლოგიური ჩარჩოს თანმიმდევრული სრულყოფისა და კომისიის მეთოდოლოგიური მიდგომების ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება და მათი იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო სტანდარტების და ევროპული პრაქტიკის შესწავლა - სხვა ქვეყნების რელევანტური გამოცდილების გაზიარებისა და შესაბამისი კვლევისა და ანალიზის ჩატარების უზრუნველსაყოფად, რომელიც მოიცავს სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარების ტენდენციების, ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების, შესაბამისი ბაზრებისა და სეგმენტების მარეგულირებელი პრაქტიკის, სატელეკომუნიკაციო მომსახურებათა ფასების, პროდუქტებისა და შეთავაზებების კვლევას და სიახლეების გაცნობას და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადება.
** ქვეყანაში დარგის განვითარების ტენდენციების კვლევა, მათ, შორის, დარგის ეკონომიკური ანალიზი, ავტორიზებული პირების ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი, მომსახურებათა ფასების, პროდუქტებისა და შეთავაზებების კვლევა და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
** სატელეკომუნიკაციო ბაზრების შესაბამის სეგმენტებზე მონიტორინგის გაწევა კონკურენციის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რისკების ან არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გამოსავლენად და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება; ბაზრის კონკურენტულობასა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე გავლენის მქონე პოტენციური ფაქტორების პერიოდული ანალიზი, ანგარიშგება და წინადადებების მომზადება;
** კომისიის მიერ დამტკიცებული ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიის შესაბამისად მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და წარდგენა კომისიისთვის;
** სატელეკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე კონკურენციის კვლევის და ანალიზის ჩატარება - კომისიის მიერ დამტკიცებული ბაზრის კვლევის მეთოდოლოგიის მიხედვით შესაბამისი (რეგულირებას დაქვემდებარებული) მომსახურების ბაზრების განსაზღვრა, კონკურენციის კვლევა, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების გამოვლენა და სპეციფიკური ვალდებულებების განსაზღვრის უზრუნველყოფა; დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების შეცვლის, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ წინადადებების მომზადება;
** სატარიფო რეგულირების განსაზღვრის შემთხვევაში საცალო/საბითუმო ტარიფის კალკულაციის შესაბამისი მოდელ (ებ)ის (LRIC, FAC, Marginal cost და ა.შ) განსაზღვრა და მოდელის შედგენა, შესაბამისი საცალო/საბითუმო ტარიფების გაანგარიშება;
** მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირებზე დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებების (მათ შორის მოწვევის წინადადებების (ე.წ. ოფერტების), განცალკევებული აღრიცხვის ანგარიშგებების წარმოდგენის, სხვა) მონიტორინგი და პერიოდული ანგარიშგება;
** ერთი ან რამდენიმე ავტორიზებული პირის შერწყმის, წილისა და აქტივების შეძენა-გასხვისების წინასწარი ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
** კომისიის სარეგულაციო გადაწყვეტილებების, მათ შორის, კონცენტრაციის რეგულირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა შედეგების და გავლენის მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების შესაბამისად კომისიისათვის წინადადებების მომზადება შემდგომი რეაგირების თაობაზე;
** განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ასევე, საკუთარი ინიციატივით კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული პირების მიერ "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის საკითხის შესწავლა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
** ავტორიზებული პირების მიერ პერიოდულად (წელი, კვარტალი, თვე) ან კომისიის დამატებით მოთხოვნისამებრ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლა, ანალიზი, მომსახურების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასება, ანგარიშგება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა; ავტორიზებული პირების მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებში წარმოდგენილი მონაცემების არასაკმარისობის ან უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დადგენის მეთოდოლოგიის შემუშავება/განახლების შესახებ წინადადებების მომზადება, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დათვლა ბიზნეს-მოდელირებისა და ბენჩმარკინგის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
** დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე კომისიის სხვადასხვა (მათ შორის შესაბამისი ბაზრის წინასწარი და შემდგომი რეგულირების კვლევისა და ანალიზის) ფუნქციურ დავალებებში/პროექტებში ჩართულობა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროექტების მართვა;
** კომისიისადმი კანონით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის, ოპერატორებთან ეფექტიანი თანამშრომლობა;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ტელეკომუნიკაციების მიმართულებით.
** სასურველია, კანდიდატი ფლობდეს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებიდან ერთ-ერთში.

აუცილებელია:

** ACCA კვალიფიკაცია (სულ მცირე მეორე დონე, F1-დან - F9-ის ჩათვლით) ან
** CPA-ს კვალიფიკაცია სრულად ან
** CFA-ს (სულ მცირე პირველი დონე) ან
** CMA ან CIMA კვალიფიკაცია.

შენიშვნა: აღნიშნული კვალიფიკაცია შესაძლოა დაკომპენსირდეს სატელეკომუნიკაციო დარგში ფინანსური ანალიზის, რეპორტინგის ან პროდუქტების განვითარების მიმართულებით არანაკლებ 6 წლიანი მუშაობის გამოცდილებით.

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის, კორპორაციული ფინანსების, ინვესტიციების მართვის, ბიზნეს საკონსულტაციო ან სატელეკომუნიკაციო პროდუქტების განვითარების და რეპორტინგის მიმართულებით.

სასურველია:

** ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებით ავტორიზებულ კომპანიაში ფინანსების/ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზის ან აუდიტის კუთხით მუშაობის გამოცდილება;
** საკონსულტაციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ფინანსური ანალიზის, აუდიტის, რისკების მართვის ან ინვესტიციების შეფასების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მარეგულირებელ ან საზედამხედველო ფუნქციის მქონე ადმინისტრაციულ ორგანოში ფინანსური დაგეგმვის, ანალიზის ან აუდიტის მიმართულებით.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კანონი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ";
** საქართველოს კანონი "კონკურენციის შესახებ".
** ენების ცოდნა: ინგლისური ენა - B2
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office (Word, Power Point) - კარგი; MS Excel - ძალიან კარგი;

კომპეტენცია და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპლექსური აზროვნება;
** დროის ეფექტიანი მართვა;
** საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
** მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, საკონკურსო განცხადების სრული ტექსტის სანახავად და განაცხადის შესავსებად გადახვიდეთ ბმულზე: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/83620?active=1



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |