www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: Leader System
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

შპს "ლიდერ სისტემი" საერთაშორისო ბრენდის (LITOKOL) სამშენებლო მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მოიზიდოს ახალი ბიზნეს კლიენტები.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** პროდუქციის ყოველდღიური კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთების გაფორმება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების დროული ანალიზი;
** წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით გადაადგილება და დადგენილი გეგმის მიხედვით მოქმედება;
** მართოს შეხვედრები მიმდინარე კლიენტებთან;
** საბითუმო-საცალო კლიენტების მოძიება და მათთან თანამშრომლობის დაწყება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების გაწევა და მუდმივი ყურადღება მის გაუმჯობესებაზე;
** კლიენტთა ბაზის და კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი;
** ბაზრის კვლევის ჩატარება (კონკურენტების ანალიზი, გაყიდვების სტრატეგიების ეფექტურობა და ა.შ.)

მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მიმართულებით;
** სასურველია სამშენებლო სფეროსთან/სამშენებლო პროდუქტების გაყიდვებში გამოცდილება;
** ენები: სასურველია B2 რუსული/ინგლისური;
** ინტერესი სამშენებლო ბიზნესის;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;

უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** მაღალი მოტივაცია, მონდომება და მიზანდასახულობა;
** კრეატიულობა, ორგანიზებულობა
** გაყიდვების, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის მართვა და ორგანიზაციული უნარები;
** დეტალებზე ფოკუსირება - ხარისხზე და სიზუსტეზე;

ჩვენ გთავაზობთ

** შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
** სამუშაო გრაფიკი: 6 დღე, სამუშაო საათების ხანგრძლივობა 6 საათ-ნახევარი.
** კონკურენტული ხელფასი, ფიქსირებული +ბონუსი
** საწვავით და ტელეფონის ბალანსით უზრუნველყოფა.
** ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯის ანაზღაურება.
** ტრენინგებს და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პრისეილერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |