www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბარის მთავარი ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Aspria Fitness
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

კომპანია "Aspria Fitness" აცხადებს ვაკანსიას ბარის მთავარი ადმინისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან ბოლო კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან შესაძლებელია ადგილზე შესწავლა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე სავაჭრო ან მომსახურების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს მომხმარებლის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება;
** კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიის პროდუქტებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით;
** მარაგების აღწერა და კონტროლი.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიურობა, კომუნიკაბელურობა;
** საქმის განაწილების და ადმინისტრირების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** სწრაფად ადაპტაციის უნარი.

გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, 14:00-დან 22:00-მდე

თუ თვლი, რომ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს და გინდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი, მაშინ ველოდებით შენს CV-ს შემდეგ მისამართზე: Hraspria@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |