www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

"დრესაპ ჯგუფი" 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე, კომპანიის სათავო ოფისში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში - I ცვლა 10:00-19:00 სთ, II ცვლა - 13:00-22:00 სთ, კვირაში 5 დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სატელეფონო ან/და ჩათის მეშვეობით მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება და მისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ მომხმარებლის დაკვალიანება;
** შესყიდვების პროცესში შექმნილი პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელთან შესაბამისი სახის კომუნიკაცია და დახმარება;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
** გაცვლა/დაბრუნების პროცესის ბოლომდე მიყვანა და პროგრამაში ასახვა;
** მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია გაყიდვების ან/და ქოლ-ცენტრის მიმართულებით მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** სწრაფად ბეჭდვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა და მოქნილობა;
** დროის მართვის და და პრიორიტეტების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cv@dressupgroup.ge 2024 წლის 15 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მომხმარებელთან ურთიერთობის სპეციალისტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |