www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი/ Mondelez
მომწოდებელი: მეგაკო
გამოქვეყნდა: 5 თებერვალი / განცხადების ვადა: 5 მარტი

შპს "მეგაკო" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 1996 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორიცაა Mondelez International (Alpen Gold, Milka, korona, OREO, Tuc, Barni, Dirol, Юбилейное, ჩიფსი Люкс) და Jacob Douwe Egberts (ყავა Jacobs Monarch, Carte Noire). კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლისადმი ერთგულება.

კომპანია "მეგაკო" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერი Mondelez პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.ქუთაისი/ზუგდიდი

აუცილებელი მოთხოვნები:

** დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია;
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილი;
** საქონლის უსაფრთხოებისთვის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობა;
** მაღალი შედეგების მიღწევა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

სახელფასო ანაზღაურება საშუალოდ ხელზე ასაღები 1500/1700 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: HR@megako.ge 2024 წლის 15 თებერვლის ჩათვლით გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - პრისეილერი/ Mondelez /ქუთაისი/ზუგდიდი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |