www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფრილანსერი - 3D
მომწოდებელი: Blue Waters
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ფრილანსერებს!

"Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://bluewaters.ge

ვეძებთ ფრილანსერებს, რომლებიც დაგვეხმარებიან კომპანიის პროდუქციის რამდენიმე ასეული 3D მოდელის შექმნაში.

აუცილებელია შემდეგი რომელიმე პროგრამის ცოდნა:

** Blender
** ArtCam
** Компас-3D
** Solid Works
** Autodesk

სამუშაოს აღწერა:

** ნახაზების შესრულება
** CNC Router-სთვის დასაჭრელი დეტალების დაკომპლექტება
** ტექნიკური დოკუმენტაციას შედგენა CNC Router-სთვის

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://forms.gle/2r6qSMFVn1DB6Rfy5



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |