www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტენდის მენეჯერი
მომწოდებელი: 3D Painter
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია "3D Painter" აცხადებს ვაკანსიას სტენდის მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენ შეგვიძლია ორიგინალური სუვენირის დამზადება. ჩვენი პროდუქტი არის კრისტალი, სადაც შეგვიძლია ნებისმიერი 2D ან 3D ნახატის ჩახატვა (კომპანიის ლოგო, ფოტო, ფრაზა, გამოიყენოთ დაჯილდოებისთვის ან საჩუქრად).

სამუშაო ადგილი: თბილისი, გალერეა თბილისის სავაჭრო ცენტრი.
სამუშაო განრიგი: სტანდარტული

მოვალეობები:

** ფილიალის და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის ზრდაზე;
** მაღაზიაში არსებული საქონლის კონტროლი, ნაშთების აღრიცხვა;
** საჭიროებისამებრ შეკვეთის გაფორმება.

სუვენირის დიზაინის აწყობა-დამზადებას შეისწავლით ადგილზე.

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონეზე).
** სასურველია Adobe Photoshop-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ლიდერული თვისებები;
** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი (200-500 ლარი)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: 3dpainter.hr@gmail.com

თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება და შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. "3D Painter"-ისთვის ინფორმაციის გაგზავნით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია დარჩება ჩვენს მონაცემთა ბაზაში 2 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |