www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეკვეთის ამგროვებელი
მომწოდებელი: ჯორჯიტა
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"გეფა" ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს, წარმოადგენს ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ნატურალური კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს-The Body Shop, ბავშვთა ტანსაცმლის ამერიკულ ბრენდს Carter`s და ასევე, ევროპული ბრენდების ექსკლუზიური პროდუქციის სუპერმარკეტების ქსელს "ჯორჯიტა".20 წელზე მეტია "ჯორჯიტა" საუკეთესო პროდუქციით ანებივრებს საკუთარ მომხმარებელს.

გუნდის პროფესიულ ზრდასა და გუნდურ სულისკვეთებაზე ორიენტირებული "ჯორჯიტა" ახალ წევრებს ეძებს და აცხადებს ვაკანსიას შეკვეთის ამგროვებლის (საწყობის თანამშრომელი) პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილების მიხედვით;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
** დასვენება: 1 დღე (კვირა);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
* ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 30-50%-მდე ფასდაკლება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** მიღებული შეკვეთის მიხედვით პროდუქციის აგროვება შესაბამისი დასახელებებით და რაოდენობით;
** წინასწარ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად არსებული შეკვეთების გამზადება;
** დისტრიბუციის მანქანების დატვირთვა და საწყობიდან ქსელში მათი დროული გაშვების ხელშეწყობა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |