www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიწოდების სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ს წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** დაზღვევას;
** კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას.

მოვალეობები:

** მარშრუტის მიხედვით დაარიგოს შეკვეთები კონტრაქტორ ობიექტებთან;
** უზრუნველყოს პროდუქციის დაუზიანებლად გადაზიდვა;
** მიითვალოს პროდუქცია "აგროვების ფურცლის" მიხედვით, თავად გადაამოწმოს, რა პროდუქცია არის გაწერილი მის ბორტზე, რასაც ადასტურებს ამავე ფურცელზე ხელმოწერით;
** უზრუნველყოს მითვლილი პროდუქციით დისტრიბუციის ავტომობილის დატვირთვა;
** უზრუნველყოს სასაქონლო ზედნადებისა და ავტომობილში ჩატვირთული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი;
** დაიცვას ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესები;
** მოთხოვნისამებრ უზრუნველყოს ანგარიშის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანის ქონა;

უნარ-ჩვევები:

** კლიენტზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მიწოდების სამსახური". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |