www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჰორეკა პრისელერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზანის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.tbilvino.ge.

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ჰორეკა პრისელერის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** დაქვემდებარებულ ჰორეკას ობიექტებში ყოველდღიური მარშრუტის მიხედვით ვიზიტის განხორციელება და შეკვეთის აღება
** კომპანიაში არსებული ჰორეკას ობიექტების კატეგორიზაციის მიხედვით თითოეულ ობიექტში ინდივიდუალური, ოპტიმალური ასორტიმენტის შედგენა
** თითოეულ ობიექტში საუკეთესო განთავსების უზრუნველყოფა (მენიუ, ბარი და ა.შ.)
** არსებული კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** ყოველთვიური და ყოველკვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულების მონიტორინგი
** ყოველთვიური და ყოველკვარტალური თანხის შემოტანის გეგმის შესრულების მონიტორინგი
ქსელში არსებული დებიტორული დავალიანების კონტროლი
** ქსელში არსებული პრობლემური დებიტორული დავალიანებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელთან
** დაქვემდებარებული ობიექტების პერსონალის მონაცემთა ბაზის შექმნა (სახელი, გვარი, საკონტაქტო, დაბადების დღე და ა.შ.)
** დაქვემდებარებული ობიექტების პერსონალთან საუკეთესო ურთიერთობების ჩამოყალიბება
** ჰორეკას პერსონალის მოტივირების სისტემის შემუშავება და მისი ეფექტურობის კონტროლი
კომპანიის მიერ გაწერილი სამუშაო გრაფიკის და შინაგანაწესის დაცვა
** ყოველდღიური ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** ქსელში არსებული პრობლემის დაუყოვნებლივი რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
ბრენდამბასადორთან კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია B2 დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების მართვა
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დამატებითი მოთხოვნები: აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდსა და გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: დავით სარაჯიშვილის #2, თბილისი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |