www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Georgian Bus
გამოქვეყნდა: 6 თებერვალი / განცხადების ვადა: 6 მარტი

კომპანია "ჯორჯიან ბასი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათი
სამუშაო ადგილი: სამტრედია, სოფელი იანეთი (https://maps.app.goo.gl/h7Km5htDTdSz5fKU7)
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
** საოფისე მარაგების მართვა;
** კორესპონდენციის მიმოქცევის ორგანიზება, აუცილებლობის შემთხვევაში საქმიანი მიმოწერის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებების, მივლინებების მართვა;
** ორგანიზაციის შიდა ინფორმაციის და მონაცემთა ბაზების მართვა;
** ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს და სამუშაო განრიგის, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** ქუთაისში გამოგზავნილი დოკუმენტაციის (ბრძანება, მიღება-ჩაბარება, ხელშეკრულება, განცხადება) მომზადება/მოწესრიგება დოკუმენტის ნიმუშების შესაბამისად და მხარეთა მიერ ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** ავტონაწილების საწყობში მიღების კონტროლი - მიღების დოკუმენტებთან შედარება და აღრიცხვა;
** გახარჯული ავტონაწილების კონტროლი, ჩამოწერის აქტის შედგენა;
** საწყობის აღწერა ყოველთვიურად;
** RS-ის პორტალზე ზედნადებების მოდულთან მუშაობა.

უნარები/კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** Microsoft Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა აუცილებელია.

სასურველია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება და ტრენინგი. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@georgianbus.com.

გასაუბრების შემდეგ მოთხოვნილი დოკუმენტაცია იქნება: პირადობის ასლი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |