www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საქმისმწარმოებელი
მომწოდებელი: ელთ ბილდინგი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ელთ ბილდინგი" ეძებს გუნდის წევრს საქმისმწარმოებლის პოზიციაზე.

კომპანია ბაზარზე შემოვიდა 2017 წელს და მალევე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის რეპუტაცია. კომპანიის მიზანია, დანერგოს მშენებლობის ახალი სტანდარტი, სადაც ყველა მომხმარებელი პარტნიორია. უძრავი ქონების ჩვენთან შეძენით, მომხმარებელმა მიიღოს კომფორტული ცხოვრების და დასვენების პირობები. ამის შესაძლებლობას იძლევა "ახალი უბნის" კონცეფცია, სადაც გათვალისწინებულია, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები, მომხმარებელთა კმაყოფილების და საჭიროებების შესახებ.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
** წახალისების სისტემა;
** მართვის საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო აქტებისა და ფორმა 2-ის წარმოება;
** პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერა, მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა/შესრულება;
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
** სამშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის, სპეცტექნიკის მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა და დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, უსაფრთხოების ინჟინრის საქმიანობის კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი;
** მუშა პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და წარდგენა .
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
** პროექტების რისკების მართვა ტექნიკური თვალსაზრისით;
** სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
** სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან დაკავშირებით);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო კუთხით.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** შესანიშნავი ლიდერობის, კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები.
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები.
** სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა.
** მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "საქმისმწარმოებელი", რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |