www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: kamkama.ge
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

წყლის თანამედროვე ფილტრაციის სისტემების ინტერნეტ-მაღაზია (http://kamkama.ge/) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://kamkama.ge/

პოზიცია ექვემდებარება: დირექტორის
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 08/03/2024
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: ბრენდის პოპულარიზაცია და პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის სრულფასოვანი ცოდნა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და უპირატესობების წარმოჩენა;
** პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და გაყიდვების ანალიზი;
** სააღრიცხვო პროგრამაში გატარებების შესრულება;
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური, რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ტექნიკურ საკითხების სწრაფი ათვისების უნარი.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების მანერა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშ-პარ ჩათვლით
** ანაზღაურების დიაპაზონი: 1500 ლარი კვალიფიკაციის შესაბამისად
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათაო ოფისი

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ)
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** კვებით უზრუნველყოფა;

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა

** წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.
** ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@pragma.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ენსო ჯგუფის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები:

** კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე
** ან ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |