www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასაწყობე აღჭურვილობის კატეგორიის ასისტენტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას - სასაწყობე აღჭურვილობის კატეგორიის ასისტენტის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია გორგია საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
გორგია პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; შეუძლებელი არაფერია, ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ".

კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 12 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში.

კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** FitPass ბარათს;
** უფასო კვებას;

ძირითადი მოვალეობები:

** სასაწყობე და მარკეტის აღჭურვილობის განვითარება;
** გადაადგილებების დაკომპლექტება, ტექ. ასისტენტთან ერთად მონიტორინგი;
** ახალი ფილიალების საჭირო მასალების შეკვეთა;
** შეთავსებით საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ადგილზე მისვლა შეთავაზება, მონტაჟის კონტროლი;

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავსი მიმართულებით (შესყიდვები, გაყიდვები, სერვისი);
** სასურველია რუსული ან თურქული ენების ცოდნა;
** მართვის მოწმობა;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |