www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: აპარტ გრუპი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 29 თებერვალი

"Apart Group"-ში შემავალი სამშენებლო კომპანია აპარტ ქონსთრაქშენი, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს საქართველოს ბაზარზე, აცხადებს კონკურსს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.უზნაძის ქ. #4

საწყობის მენეჯერის პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატებს მოეთხოვებათ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

საწყობის მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

** შემოსული მასალების მიღება, აღწერა, ხარისხის შემოწმება და დასაწყობება, ასევე შემოსავლის დოკუმენტებთან შედარება.
** საჭირო იდენტიფიცირებული მასალების ნაშთების გადამოწმება საწყობის მარაგებში, მათი არსებობის შემთხვევაში პროექტისთვის დარეზერვების მიზნით და გაფილტრული მონაცემების გადაცემა შესყიდვების განყოფილებისთვის
** სამშენებლო ობიექტზე გასაგზავნი მასალების მოძიება და გაგზავნის უზრუნველყოფა.
** დასაწყობებულ მასალებზე ბარათების ნომრების და ბუღალტრული კოდების დატანა.
** საწყობებში ნაშთების სისტემატური კონტროლი;
** ინვენტარიზაციის ჩატარება;
** პერიოდული ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება მშენებლობის მიმართულებით
** მშენებლობა/მოპირკეთებაში გამოყენებადი მასალების ცოდნა
** არითმეტიკის მაღალ დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიწოდება/მომსახურების ოპერაციების შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტაციის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პუნქტუალური
** კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები
** დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი

კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს:

** საინტერესო გამოცდილებას
** საინტერესო ბიზნეს პროცესებში ჩართვის შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@apartgroup.com არა უგვიანეს 2024 წლის 29 თებერვლისა.

შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება და ტესტირება.
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |