www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონაცემთა ბაზების სპეციალისტი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

თუ ხარ დაინტერესებული კვლევითი საქმიანობით და მონაცემთა ანალიზით, მაშინ "ეისითი"-ს მიერ გამოცხადებული ვაკანსიაც - მონაცემთა ბაზების სპეციალისტის პოზიციაზე, იქნება შენთვის საინტერესო.

შენ, როგორც უმცროს ანალიტიკოსს, მოგიწევს ეკონომიკური განვითარების გუნდთან ერთად მუშაობა, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პროექტებში, კლიენტებთან, კონსულტანტებთან და შიდა გუნდებთან, რათა მოიძიო და გაანალიზო მონაცემები, შექმნა მოდელები და ინსტრუმენტები. შენი მთავარი როლი პროექტების ფარგლებში მაქსიმალური ღირებულების შექმნის მიზნით ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებაა.

რისი გაკეთება მოგიწევს?

** მონაცემთა წმენდა და ბაზების ტექნიკური დამუშავება (Syntax, Cleaning, Calculations);
** მონაცემთა ორგანიზება და Output-ებისთვის მომზადება (Labels, Data Management);
** Output-ების მომზადება / აღწერითი სტატისტიკური ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში ფორმების აგება (QPRO, STG, CATI, DIFLEX, ა.შ);
** საჭიროების შემთხვევაში ელექტრონული ფორმის ტესტირების პროცესის მართვა: ტესტირების დაგეგმვა, შედეგების მიღება და ელექტრონულ ფორმაში ასახვა;
** საჭიროების შემთხვევაში მონაცემთა მოპოვების პროცესის მხარდაჭერა;
** პროექტის გუნდთან ერთად მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის სტრატეგიების დამუშავება.

რა ცოდნა დაგჭირდება?

** სტატისტიკა, ეკონომეტრია ან მათემატიკა (BA);
** ინგლისური ენა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აღწერითი სტატისტიკის ცოდნა;
** მონაცემთა ბაზების მართვის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კვლევის მეთოდოლოგიების ცოდნა;
** Excel, SPSS, STATA მაღალ დონეზე ცოდნა.

რა სამუშაო გამოცდილება დაგჭირდება?

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ბაზების და აღწერითი სტატისტიკის მიმართულებით;
** მონაცემთა წყაროებთან მუშაობის გამოცდილება.

რა უნარები დაგეხმარება შენი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** თვითორგანიზებულობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული

ეისითი საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.act-global.com

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2024 წლის 19 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია
კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |