www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიღება-განთავსების თანამშრომელი
მომწოდებელი: კრონ პალას თბილისი
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 8 მარტი

სასტუმრო "კრონ პალას თბილისი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების დეპარტამენტის პოზიციაზე:

სამუშაო განრიგი: 40 სთ/კვირაში
პოზიციური დაქვემდებარება: გენერალურ მენეჯერთან

სამუშაოს აღწერილობა:

** შეავსოს გუნდის წევრები დამდგარი საჭიროების დროს, შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით
** ჩაატაროს პერსონალის გადამზადება როგორც ყოველდღიურ, ისე მუდმივ რეჟიმში ეტაპობრივად
** პროფესიულად გადაანაწილოს სამუშაო მოვალეობა გუნდში
** მუდმივი მონიტორინგი გაუწიოს ჯავშნების სისტემას, სტუმრის მიღება-დაბინავების პროცესს
** შეამოწმოს ყოველდღიური რეპორტები
** შეამოწმოს ფლოტი, ჩეკები, დღის დახურვისა და ახალი დღის გახსნის პროცესი
** ყოველთვის იყოს მზად სასტუმროს სტუმრების და მომხმარებლებისთვის დახმარების გასაწევად და პირადად უზრუნველყოს სტუმრის მოთხოვნის დაკმაყოფილება პასუხისმგებელ პირთან ერთად
** შეამოწმოს ყველა მოწყობილობა, ტექნიკური და სხვა სახის, ასევე ყველა ოთახში არსებული ნივთების დანაკლისის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ იმოქმედოს სარეგისტრაციო ბარათში აღნიშნული პროცედურის მიხედვით (პირველ რიგში საქმის კურსში ჩააყენოს გენერალური მენეჯერი
** დაიცვას დისციპლინა თავად და უზრუნველყოს გუნდის წევრების როგორც გუნდური მუშაობა, ისე კეთილგანწყობა
** იყოს მომღიმარი, თავაზიანი და დაიცვას კომპანიის მაღალი დონის კორპორატიული კულტურა როგორც ქვემდგომ კადრებთან, აგრეთვე მაღალი რგოლის მენეჯერთან და სასტუმრო დამფუძნებელთან

აუცილებელი მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება სასტუმროს სისტემასთან მუშაობის კუთხით (მინიმუმ 2 წლიანი)
** პოზიტიურობა / გუნდურობა / კეთილგანწყობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Edmon.Fero@cronpalace.ge; Inga.datikashvili@cronpalace.ge.

საკონტაქტო ტელეფონია: 599 072989.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |