www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ყავის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 8 თებერვალი / განცხადების ვადა: 7 მარტი

"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 5 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების საკმაოდ ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულებას, B2B მიმართულებას, 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივ წარმოებას.

კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური პარტნიორების მოძიება
** შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება
** სატელეფონო გაყიდვების შესრულება
** პარტნიორების ბაზების განახლება, მოწესრიგება და მონიტორინგი
** დებიტორების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** სასურველია გამოცდილება B2B მიმართულებით, კორპორატიულ ნაწილში
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B1 დონეზე

სამუშაო ადგილი და პირობები:

** თბილისი, ქავთარაძის #27
** ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** ანაზღაურება - 1500 ლარი ფიქსირებული + ბონუსი

შემოუერთდით ჩვენს გუნდს, გთხოვ გამოგზავნო CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@coffeelab.ge 7 მარტამდე და საგნის ველში ("subject") მიუთითოთ "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორია"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |